„თეთრ სახლში აუცილებლად ვიჩხუბებ, ძალიან მოტივირებული ვარ“ - მაკგრეგორი
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა, რომელსაც 2021 წელს დასტინ პორიესთან იჩხუბა, განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე იჩხუბებს.
რა თქვა ირლანდიელმა:
„მაკგრეგორი ბრუნდება! რა სჯობს თეთრი სახლის ეზოში ჩხუბს? ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის - მიხარია და ძალიან მოტივირებული ვარ.
კარგია, რომ ღონისძიება ივნისში ჩატარდება. თავდაპირველად ივლისზე იყო საუბარი, ახლა კი ეს ერთი თვით ადრე მოხდება - ძალიან კარგია! მზად ვარ, აპრილშიც ვიჩხუბო. თეთრ სახლში აუცილებლად ვიჩხუბებ, 100%-ით, ეს ჩემი ღონისძებაა“.
ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო წელს თეთრი სახლი UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს.