ოქტომბრის სანაკრებო მატჩები - ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Aa
Aa

ოქტომბრის სანაკრებო მატჩები - ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ორ მატჩს საქართველოს ნაკრები ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ქალაქ ელჩეში ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, ქალაქ იზმითში თურქეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

გასვლით მატჩებზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 16 და 17 სექტემბერს, BILETEBI.GE-ზე დაიწყება.

ბილეთების შეძენის წესები

ესპანეთი - საქართველო | ბილეთების გაყიდვა დაიწყება 16 სექტემბერს, 12:00 საათზე. ბილეთის ფასი 115 ლარია და სტუმარი გუნდის სექტორშია განლაგებული (Away Sector – Visitante).

ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:

  • პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სახელი და გვარი ლათინურად
  • აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მონაცემებს
  • ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია

შეძენილი ბილეთების მისაღებად საჭიროა:

  • ტელეფონში გქონდეთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბილეთების აპლიკაცია RFEF Tickets (IOS/Android)
  • აპლიკაციაში უნდა დარეგისტრირდეთ ელ.ფოსტით, რომელსაც BILETEBI.GE-ზე ბილეთების შეძენის დროს მიუთითებთ
  • შეძენილ ბილეთს მომხმარებელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბილეთების აპლიკაციაში მატჩამდე ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს
  • სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ აპლიკაციაში მიღებული ელექტრონული ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი

თურქეთი - საქართველო | ბილეთების გაყიდვა დაიწყება 17 სექტემბერს, 12:00 საათზე. ბილეთის ფასი 85 ლარია და განლაგებულია სტადიონის 316A, 316B და 317 სექტორებში.

ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:

  • პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სახელი და გვარი ლათინურად
  • აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მონაცემებს
  • ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია

შეძენილ ბილეთებს მიიღებთ BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ელექტრონული ფოსტით მიღებული ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

ფოტო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიამ შოუ დადგა“ | როგორ გამოეხმაურა AS საქართველოს გამარჯვებას
„კვარაცხელიამ შოუ დადგა“ | როგორ გამოეხმაურა AS საქართველოს გამარჯვებას