საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„სასაცილო გოლები, კატასტროფული მარცხი“ | ბულგარეთის ნაკრები მწვრთნელს უშვებს

ბულგარული გამოცემა, Gol-ი საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩს ეხმაურება და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. Gol-ის მიხედვით, „ჯვაროსნებთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის, ილიან ილიევის გაშვება გადაწყვიტა.

„ბულგარეთის ნაკრებმა თბილისშიც სამარცხვინოდ ითამაშა. პირველი 15 წუთი კარგად ჩაატარეს, თუმცა შემდეგ სასაცილო გოლები გაუშვეს და შეიძლებოდა, უფრო დიდი ანგარიშითაც დამარცხებულიყვნენ. ნაკრების ტრაგიკული თამაშის შემდეგ, ილიან ილიევი მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ მისი გაშვება გადაწყვიტა და შემცვლელი ნაპოვნი ჰყავს. მისი სახელი და გვარი დიმიტარ დიმიტროვია. დიმიტროვი თავისუფალი აგენტია და ბოლოს სპარტაკ ვარნაში მუშაობდა“, - წერს ბულგარული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 3:0 იმარჯვა და გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი მიქაუტაძემ და ნიკა გაგნიძემ გაიტანეს. ჩვენი გუნდი მომდევნო ორ შეხვედრას ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი კვლავ სტუმრად, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიამ შოუ დადგა“ | როგორ გამოეხმაურა AS საქართველოს გამარჯვებას
„კვარაცხელიამ შოუ დადგა“ | როგორ გამოეხმაურა AS საქართველოს გამარჯვებას