ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

ილიამ გამიკეთა ის, რაც ვერავინ შეძლო | ჰოლოუეის რევანში სურს

MMA-ს მებრძოლმა მაქს ჰოლუეიმ დიანა ბელბიტასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სატიტულო ბრძოლის გამართვა ილიასთან სურს.

დიანა ბელბიტას კითხვა: „ილია თოფურია, სავარაუდოდ, შემდეგში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. ვის გულშემატკივრობ ამ ბრძოლაში და ვისთან ისურვებდი დაპირისპირებას პოტენციურ სატიტულო ბრძოლაში?''

მაქსის პასუხი: „მე არავის ვგულშემატკივრობ, საუკეთესომ გაიმარჯვოს, მაგრამ, ჩემი ასარჩევი რომ იყოს, 100%-ით ილიასთან რევანში მინდა. იცით, მან გააკეთა ის, რაც...  ის პირველი კაცია, ვინც გამიკეთა ის, რაც გამიკეთა და ეს სხვამ ვერავინ შეძლო. ასე რომ, აუცილებლად უკან უნდა დავიბრუნო. იცით, მე და... მე და გეიჯის გვაქვს ისტორია და ვიცი, რომ გეიჯისაც უნდა ამის უკან დაბრუნება (რევანში), ესეც სახალისო ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ ჰეი, საუკეთესომ გაიმარჯვოს და ვნახავთ''.

2024 წლის აპრილში ჰოლოუეიმ გეიჯი დაანოკაუტა, ამავე წლის ივლისში ილიამ მაქსს ნოკაუტით სძლია. ამ გამარჯვებით ქართველმა ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ილიასთან ბრძოლის შემდეგ მაქსმა მხოლოდ ერთხელ იჩხუბა, 2025 წლის ივლისში დასტინ პორიე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მაქსის მომდევნო მეტოქე ჩარლზ ოლივეირაა, რომლის წინააღმდეგაც მაქსი BMF-ის სიმბოლურ საჩემპიონო ქამარს დაიცავს. მათი ბრძოლა თბილისის დროით 8 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი საჩემპიონო პერიოდი აღრფთოვანებას არ იწვევს“ - იანმა მერაბზე ისაუბრა
„მისი საჩემპიონო პერიოდი აღრფთოვანებას არ იწვევს“ - იანმა მერაბზე ისაუბრა