ილია თოფურია, ალექს პერეირა, დენა უაითი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

ისლამ მახაჩევი არ უხსენებია | ვინ არის UFC-ის სახე დენა უაითის მიხედვით

დენა უაითმა REVOLT-ს ინტერვიუ მისცა. UFC-ის პრეზიდენტს სთხოვეს, დაესახელებინა მებრძოლი, რომელიც მისი აზრით ამ მომენტისთვის, ორგანიზაციის სახეა. დენამ რამდენიმე მებრძოლი გამოარჩია და ერთ-ერთი მათგანი ილია თოფურია გახლავთ.

„ვინ არის UFC-ის სახე? ალექს პერეირა ძალიან დიდი ვარსკვლავია. თოფურიაც უნდა დავასახელო. ჯონ ჯონსი ისევ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია და ამანდა ნუნიესი ბრუნდება, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ქალი მებრძოლია.“

საინტერესოა, რომ უაითს არ დაუსახელებია ისლამ მახაჩევი, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. MMA-ის გულშემატკივართა აზრით, მებრძოლი, რომელიც ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ნამდვილად ორგანიზაციის სახეა.

დენამ კიდევ ერთი საინტერესო ამბავიც გაგვიზიარა. მისი თქმით, 2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თეთრი სახლის ღონისძიების მონაწილეების ვინაობა ამ კვირაში გასაჯაროვდება. ბევრი წერდა, რომ ამ ღონისძიებაზე „ელ მატადორი“ ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბებდა და მომდევნო დღეებში ოფიციალუად დადასტურდება, რა და როგორ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაღაც რიგზე ვერ არის“ - რეალი ტრავმაზე მბაპეს ინფორმაციას არ ენდობა
„რაღაც რიგზე ვერ არის“ - რეალი ტრავმაზე მბაპეს ინფორმაციას არ ენდობა