„რაღაც რიგზე ვერ არის“ - რეალი ტრავმაზე მბაპეს ინფორმაციას არ ენდობა
ესპანური Cadena SER კილიან მბაპეს ტრავმის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს.
მანამდე „რეალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარიზში ჩატარებულმა გამოკვლევამ ფორვარდს მუხლის იოგების დაჭიმვა დაუდასტურა. მოსალოდნელი იყო, რომ ფრანგი 3 კვირას გამოტოვებდა.
ამტკიცებდნენ, რომ „ბლანკოსი“ დარწმუნებულია - ფრანგი თავდამსხმელი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ თამაშს, რომელიც 17 მარტს გაიმართება. თუმცა, მბაპეს გარემოცვა ამ შეფასებას არ ეთანხმება.
მოგვიანებით, რადიო Cadena SER-ის პროგრამა El Larguero-ში ჟურნალისტმა არიც გაბილონდომ გამოთქვა მოსაზრება, რომ „რეალსა“ და მბაპეს შორის კომუნიკაციის პრობლემა არსებობს
„მაქვს შეგრძნება, რომ „რეალი“ მბაპეს სიტყვებს აღარ ენდობა. მეჩვენება, რომ აქ არის ორი აშკარად ურთიერთგამომრიცხავი სამედიცინო დასკვნა, რადგან დაუშვებელია, რომ ისინი ჟურნალისტ რომეროს ეუბნებოდნენ - და ვიცი, რომ ეს ინფორმაცია სხვა არხებითაც მოდის და იქაც იგივეა - თითქოს ის თითქმის ერთი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს, მაშინ როცა „რეალში“ მიიჩნევენ, რომ მას დაბრუნება მომავალ კვირას შეუძლია. აქ რაღაც რიგზე ვერ არის.
ვფიქრობ, „რეალი“ აღარ ენდობა დიაგნოზებს მბაპეს მხრიდან. დაუშვებელია, რომ მათ დღემდე არ იციან, რა ხდება სინამდვილეში და რამდენ ხანს იქნება მოთამაშე მოედნის მიღმა“,
– განაცხადა გაბილონდომ.
მოგვიანებით მან სოციალურ ქსელშიც მსგავსი რამ დაწერა:
„ზოგი ამბობს, რომ ის ერთი თვე ვერ ითამაშებს, სხვები კი – რომ მას ერთ კვირაში შეუძლია დაბრუნება... რაღაც აქ ისე არ არის. მეჩვენება, რომ „რეალ მადრიდი“ არ ენდობა მბაპეს, როდესაც ის საკუთარ დიაგნოზებს ასე თვითნებურად სვამს“.
აქვე გეტყვით, რომ „სამეფო კლუბისთვის“ მარტის თვე გადამწყვეტი იქნება. „ლოს ბლანკოსს“ 5 მნიშვნელოვანი მატჩი ელის: 7 მარტს სტუმრად „სელტასთან“ (ლა ლიგა), 12 მარტს შინ მანჩესტერ „სიტისთან“ (ჩემპიონთა ლიგა), 15 მარტს შინ „ელჩესთან“ (ლა ლიგა), 18 მარტს სტუმრად მანჩესტერ სიტისთან“ (ჩემპიონთა ლიგა) და 23 მარტს შინ „ატლეტიკოსთან“ (ლა ლიგა).