გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

მამარდაშვილი თასზე ისევ არ ათამაშეს | ლივერპულმა ვულვზი დაამარცხა

„ლივერპული“ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში მერსისაიდელები „ვულვზს“ დაუპირისპირდნენ და რევანში აიღეს. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში „მგლებმა“ „წითლებს“ 2:1 მოუგეს, ამჯერად კი საკუთარ კედლებში 1:3 დამარცხდნენ.

ინგლისურ პრესაში იწერებოდა, რომ არნე სლოტი ალისონ ბეკერს დაასვენებდა და „ვულვზთან“ გიორგი მამარდაშვილს დაუთმობდა დროს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამართლდა. ბრაზილიელმა მეკარემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ორი ბურთი მოიგერია.

„ლივერპულმა“ ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა და მერსისაიდელები ენდრიუ რობერტსონმა დააწინაურა. ორ წუთში მოჰამედ სალაჰმა „წითლების“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. 74-ე წუთზე კერტის ჯონსმა გაიტანა, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ჰვან ჰი-ჩანმა დააფიქსირა.

ცნობისთვის, მეოთხედფინალში „ლივერპულის“ მეტოქის ვინაობა 9 მარტს გაირკვევა, „წითლების“ მომდევნო შეხვედრას კი 10 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვიხილავთ. თბილისის დროით, 21:45-ზე სლოტის ბიჭები სტუმრად „გალათასარაის“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოდიშარიას ორი საგოლე პასით | რფს-მა სეზონი მოგებით დაიწყო
ოდიშარიას ორი საგოლე პასით | რფს-მა სეზონი მოგებით დაიწყო