ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

ოდიშარიას ორი საგოლე პასით | რფს-მა სეზონი მოგებით დაიწყო

ლატვიურმა რფს-მა, რომლის ღირსებასაც ქართველი შემტევი ლაშა ოდიშარია იცავს, ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. „ვირსლიგის“ პირველ ტურში რფს-მა „ოგრე იუნაიტედს“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

ოდიშარიამ 90 წუთი ითამაშა და 54-ე წუთზე გოლთან ძალიან ახლოს იყო, როცა სტუმართა მეკარემ ლამაზ ნახტომში ლაშას დარტყმა კუთხურზე მოიგერია.

63-ე წუთზე ოდიშარიამ საგოლე გადაცემა მიითვალა, მატჩის პირველი გოლი კი ახლო მანძილიდან თავით იანის იკაუნიეკსმა გაიტანა. 82-ე წუთზე რფს-ი კაცნაკლული დარჩა, თუმცა არა მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნება, არამედ ანგარიშის გაზრდაც შეძლო - ოდიშარიას მეორე საგოლე პასი და იკაუნიეკსის დუბლი.

შეგახსენებთ, რომ ოდიშარია რფს-ში 2024 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად ლატვიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „თამაში უნდა, მაგრამ ყველასთვის ადგილი არ მაქვს“ | გრანადას მწვრთნელი გაგნიძეზე
    „თამაში უნდა, მაგრამ ყველასთვის ადგილი არ მაქვს“ | გრანადას მწვრთნელი გაგნიძეზე