ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

„დამუშავებული კომბინაციების შედეგია“ - ოდიშარია ასისტების დუბლზე

ლაშა ოდიშარიამ ლატვიის საფეხბურთო ჩემპიონატი წარმატებული ასპარეზობით დაიწყო. ვირსლიგის პირველ ტურში RFS-მა საკუთარ სტადიონზე „ოგრე იუნაიტედს“ უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ორივე ბურთი იანის იკაუნიეკსმა თავური დარტყმით გაიტანა და როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში მას ასისტენტობა 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გაუწია, რომელსაც მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტი გაესაუბრა.

ლაშა ოდიშარია

სეზონის გამარჯვებით გახსნა ყოველთვის სასიხარულოა. დღეს კარგად ვაჩვენეთ, რომ გუნდი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად და ტაქტიკურად უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად ბოლომდე მზად არის.

რაც შეეხება გატანილ ბურთებს, ეს დამუშავებული კომბინაციების სრულყოფა იყო. იკაუნიეკსთან კარგად ვარ შეთამაშებული და მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთგაგება მატჩის დროსაც გამოვლინდა. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ერთგული გულშემატკივრები გავახარეთ.

ცნობისათვის, გასულ სეზონში ლაშა ოდიშარიამ RFS-ის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 25 შეხვედრაში თავი 1 გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ორი მომენტი ჰქონდა - პსჟ-ის პირველი საშინაო მარცხი ლიგა 1-ში
კვარას ორი მომენტი ჰქონდა - პსჟ-ის პირველი საშინაო მარცხი ლიგა 1-ში