„ინიციატივას იჩენდა, დიდი ძალისხმევა გაიღო“ | რას წერენ კვარაზე ფრანგულ პრესაში
საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოსთან“ დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდმა „პარკ დე პრენსზე“ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველად წააგო და მატჩი 1:3 დათმო. „კვარამ“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 60 წუთი ითამაშა, ორი მომენტი ჰქონდა და ფრანგული პრესა მის გამოსვლას ასე გამოეხმაურა:
90MIN: „ქართველ ფეხბურთელს ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა და მონაკოს საჯარიმოში რეაგირება ცოტა დააგვიანა. ამის შემდეგ სტუმრები დაწინაურდნენ. მისი პირველი ტაიმი კვლავინდებურად არაერთგვაროვანი იყო — ვხედავდით კონცენტრაციის დაკარგვისა და მაღალი ინტენსივობის ეპიზოდებს. მეორე ტაიმში კარგი დრიბლინგი ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ხვიჩა უსმან დემბელემ შეცვალა, რომლის გამოსვლამაც გუნდს აქტიურობა შესძინა და თამაშის სურათი შეცვალა.“
Footmercato: „კატასტროფული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც მან რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ნახევარი ენთუზიაზმით დაიწყო. 50-ე წუთზე საოცარ გოლთან იყო ახლოს. დიდი ფიზიკური ძალისხმევა გაიღო და შეეძლო, კონკრეტულ სიტუაციებში უფრო მეტი ეშმაკურობა გამოეჩინა. სულელური შეცდომების გამო ბურთს ხშირად კარგავდა და სახიფათო წინსვლები არ ჰქონდა. რთული მატჩი ჰქონდა და მისი გაყვანის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ უკეთ ათამაშდა.“
Le Parisien: „თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე დაბრუნებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ ტაიმში სივრცეები იპოვა, მაგრამ ბოლო შეხება დააკლდა. აქტიური გადაადგილებისა და ორი დარტყმის მიუხედავად, მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია.“
Maxifoot: „ქართველი გარემარბი ცდილობდა, ინიციატივა გამოეჩინა და თავისი დრიბლინგით მეტოქის დაცვაში დისბალანსი შეეტანა. კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. აქტიური იყო, თუმცა ბოლო მესამედში სიზუსტე აკლდა.“
ცნობისთვის, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.0 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი მას 6.2 დაუწერა. 60 წუთის განმავლობაში პსჟ-ის ქართველი შემტევი ბურთს 55-ჯერ შეეხო, საიდანაც 7-ჯერ დაკარგა, პასები კი 98-პროცენტიანი სიზუსტით (43-დან 42) გაანაწილ