ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„ფლიკმა შესაძლოა ბარსელონა დატოვოს, თუ...“ - რას წერს პლეტენბერგი

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, შესაძლოა კლუბი დატოვოს, თუ ჟოან ლაპორტას კატალონიელთა პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არ აირჩევენ. ინფორმაციას ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

მისი თქმით, მართალია, გერმანელი სპეციალისტი „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებით დაინტერესებულია, რადგან მას ძალიან უყვარს ქალაქი, კლუბი და გულშემატკივრები, მაგრამ ის თავის მომავალს კლუბში პირდაპირ უკავშირებს ლაპორტას პოზიციას. ფლიკს სურს, რომ გუნდის განვითარების სტრატეგია სწორედ მასთან ერთად ჩამოაყალიბოს.

იმ შემთხვევაში, თუ 15 მარტს გამართულ არჩევნებზე ლაპორტა პრეზიდენტის პოსტს ვერ შეინარჩუნებს, ფლიკის წასვლა შესაძლოა უკვე ზაფხულში, ან მაქსიმუმ 2027 წელს, მისი ამჟამინდელი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში 26 ჩატარებული მატჩის შემდეგ, „ბარსელონა“ 64 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია და მადრიდის „რეალს“ 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალისონს დაასვენებენ? | Standard-ის მიხედვით არის შანსი მამარდამ ითამაშოს
ალისონს დაასვენებენ? | Standard-ის მიხედვით არის შანსი მამარდამ ითამაშოს