“რაც ვნახე, ნამდვილად მომეწონა“ - ფლიკი ვილიარეალთან მატჩის შემდეგ
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ბარსელონას ესტუმრა და 4:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსლი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.
ფლიკი:
„რა თქმა უნდა, რაღაცების უკეთ გაკეთება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ დღეს რაც ვნახე, ძალიან მომეწონა. შესანიშნავად ვითამაშეთ. სამშაბათი განსხვავებული იქნება, თუმცა იმავე დონეზე თამაში მოგვიწევს. ძალიან კარგად და სწრაფად ვაპრესინგებდით. ორთაბრძოლებში უკეთესები ვიყავით. რაც ვნახე, ნამდვილად მომეწონა.
ლამინის დაცვას ვცდილობდით, მაგრამ გუნდიც მთლიანობაში ძალიან კარგი იყო. ვილიარეალს კარგად ვაპრესინგებდით, პირისპირ ორთაბრძოლებში ვიმარჯვებდით და ეს იყო დღევანდელი თამაშის გასაღები — სწრაფი და ეფექტური პრესინგი. შესანიშნავი გამოსვლა.
ერთ ეპიზოდში ბურთი აუტში გადავაგდეთ, თუმცა სხვა მომენტში მეტოქე გუნდმა იგივე არ გააკეთა.“
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ვილიარეალს 51 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ატლეტიკო 48 ქულით მე-4 პოზიციაზეა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
შემდეგ ტურში, ყვითელი წყალქვეშა ნავი ელჩეს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 8 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.