დენა უაითი: თეთრ სახლში 6 ბრძოლა იქნება, ისინი უკვე დავამტკიცეთ
„თეთრ სახლში“ გასამართი სადღესასწაულო ტურნირის ქარდი, რომლის დაანონსებასაც UFC-ის პრეზიდენტი დენა უაითი ამ კვირაში დაპირდა, ექვსი ბრძოლისგან შედგება.
ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე მატჩმეიკინგის ოთახში ვარ და მთელი ქარდი ახლა ჩემს თვალწინ, დაფაზეა. სწორედ ახლა ვუყურებ მას – აქ არის ექვსივე ბრძოლა, რომელიც უკვე დავამტკიცეთ. შესაძლოა, შვიდიც იყოს, თუ კიდევ ერთის დამატებას შევძლებთ“,
– თქვა უაითმა.
ასევე, უაითმა აღნიშნა, რომ 14 ივნისისთვის დანიშნული ღონისძიების ოფიციალური ანონსი ამ უქმეებზე, UFC 326 ტურნირის ტრანსლაციის დროს შედგება.
„ჩვენ ამას შაბათს საღამოს გავაკეთებთ!“
– დადო პირობა დენა უაითმა.