ილია თოფურია
Aa
Aa

ჩხუბისთვის მზადებას იწყებს? | ახალი ინფორმაცია თოფურიაზე

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომ ილია თოფურიასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. „ელ მატადორი“ ოქტაგონში სავარაუდოდ ზაფხულში დაბრუნდება და მან პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა.

კოლმენეროს მიხედვით, ხესუს გალიო, რომელიც თოფურიას ფიზმომზადების მწვრთნელია, უკვე მადრიდში იმყოფება. გალიო მაიამიში ცხოვრობს, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქში ჩაფრინდა, რათა ილიას მომდევნო ჩხუბისთვის მომზადებაში დაეხმაროს.

„ელ მატადორს“ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები მოგვარებული აქვს და კვლავ მის განკარგულებაშია სახლი, რომელიც უმაღლესი დონის ტექნიკით არის აღჭურვილი. შესაბამისად, თოფურია სწორედ იქ მოემზადება და კემპს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ღონისძიების მონაწილეების ვინაობას კვირას გაასაჯაროებს. არსებობს ვარაუდი, რომ „ელ მატადორს“ თეთრ სახლში ვიხილავთ და ის ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისევე შეიყვარებთ მას, როგორც მე“ - ნგონგეს ინტერვიუ კვარას შესახებ
„ისევე შეიყვარებთ მას, როგორც მე“ - ნგონგეს ინტერვიუ კვარას შესახებ