თელავი
Aa
Aa

მიქაძე, ახალი პრეზიდენტი და ახალწვეულები - სიახლეები თელავში

Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში რამდენიმეწლიანი ასპარეზობის შემდეგ, „თელავი“ ქვედა დივიზიონში დაქვეითდა. თუმცა, განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, კახეთის კლუბი ფარ-ხმალს არ ყრის და განახლებული შემადგენლობით ელიტაში დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებს. დავით ხახუტაშვილის სახით კლუბს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომლის ინიციატივითაც მთავარ მწვრთნელად გიორგი მიქაძის დაბრუნება მოხდა.

სიახლეები „თელავში“ ამით არ ამოიწურება და კლუბმა შვიდი ახალწვეული წარადგინა. გიორგი ნიქაბაძის სახით გამოცდილი ფორვარდის გარდა, კახელებმა დაცვა - ლუკა სალუქვაძით, კარი კი ეიდენ დარიან რუშენასით გააძლიერეს. გარდა ამისა, მიქაძემ ოთხი ნახევარმცველი ფირუზ მარაქველიძე, ნიკოლოზ გალახვარიძე, გიორგი ივანიაძე და საბა გეგუჩაძე დაიმატა. კარგია ის ფაქტიც, რომ სეზონისთვის მზადების ფარგლებში „თელავმა“ წინასასეზონო შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

ცნობისათვის, „თელავი“ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში პლეი-აუტის ორმატჩიან დუელში ტყიბულის „მეშახტესთან“ განცდილი მარცხის შემდეგ დაქვეითდა. 2026 წლის სეზონს კი მიქაძის მომზადებული გუნდი საგარეჯოს „გარეჯთან“ კახეთის დერბით გახსნის, რომელიც დღეს „კავკასიონი არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვიპროსიდან დაბრუნდა - დილამ მუსელიანი დაიმატა
კვიპროსიდან დაბრუნდა - დილამ მუსელიანი დაიმატა