დილა, იბერია 1999, გიორგი ჯინჯოლავა
Aa
Aa

ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო - იბერიამ დილას აჯობა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2026 წლის სეზონი წესით გასულ შაბათ-კვირას უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, I ტურის მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, დანარჩენები კი 11 აპრილისთვის გადაიდო. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა წელი სწორედ დღეს, II ტურიდან დაიწყო და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.

„მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართულ „იბერია“ - „დილას“ დაპირისპირებაში მასპინძლებმა თასისა და სუპერთასის გამარჯვებულზე უფრო მეტი მომენტი შექმნეს და საბოლოოდ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. ერთადერთი ბურთი 64-ე წუთზე გავიდა, როდესაც ნიკოლოზ დადიანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი ჯინჯოლავამ ზუსტად შეასრულა. ამ უკანასკნელმა გიზო მამაგეიშვილის „შტურმში“ წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავურთან ერთად, 11-მეტრიანების შესრულებაც გადაიბარა და პირველივე გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ცნობისათვის, სამი შეხვედრა, „სპაერი“ - „დინამო თბილისი“ (18:00), „რუსთავი“ - „ტორპედო“ (19:00), „დინამო ბათუმი“ - „გაგრა“ (20:00) ხვალ გაიმართება, ხოლო ტური კვირას, „მეშახტე“ - „სამგურალის“ (15:00) თამაშით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიაბრიშვილი: “ყოველი მომდევნო თამაში ფინალივით იქნება“
ჭიაბრიშვილი: “ყოველი მომდევნო თამაში ფინალივით იქნება“