ზურაბ მუსელიანი
Aa
Aa

კვიპროსიდან დაბრუნდა - დილამ მუსელიანი დაიმატა

ზურაბ მუსელიანი კარიერას საქართველოს Crystalbet ეროვნულ  საფეხბურთო ლიგაში განაგრძობს. 26 წლის ფორვარდმა კვიპროსის უმაღლესი ლიგის დებიუტანტთან, „პარალიმნისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ხელშეკრულება გორის „დილასთან“ გააფორმა. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გორის კლუბის ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

წლევანდელ სეზონში მუსელიანს „პარალიმნიში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა - ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 18 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 5 შემთხვევაში მოედანზე ცვლილებაზე გამოჩნდა და საერთო ჯამში თავი 3 გოლით გამოიჩინა, რაც უფრო ამ კლუბის სისუსტით იყო გამოწვეული, ვიდრე ზურას ცუდ ფორმაში ყოფნით.

ცნობისათვის, ზურაბ მუსელიანმა კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, რის შემდეგაც ,,შუქურას” და „გაგრას“ ღირსებს იცავდა ამის მერე კი ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხსენებული კვიპროსის გარდა სამხრეთ კორეის და ბოსნიის ჩემპიონატებშიც მოსინჯა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე გოლი სეზონში - მუსელიანმა აპოელს გაუტანა
მესამე გოლი სეზონში - მუსელიანმა აპოელს გაუტანა