არბელოა: თუ ლა ლიგას მოვიგებთ, სელტასთან გამარჯვებას გავიხსენებთ
ალვარო არბელოამ ლა ლიგაში „სელტასთან“ გამარჯვების (2:1) მნიშნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ მოსაგებად ვითამაშეთ, როგორც ამას „რეალი“ ყოველთვის აკეთებს. ლა ლიგაში ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ბევრი ქულის მოპოვებაა შესაძლებელი. თითოეული მატჩი ბრძოლა იქნება. დღევანდელი თამაშის გამო ქებას ვიმსახურებთ. ძალიან კმაყოფილი ვარ გულშემატკივრებით, რომლებიც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ და სტიმულს გვაძლევდნენ.
მე ვარ ის მწვრთნელი, რომელსაც გიულერის აქ მოსვლის დღიდან ყველაზე მეტად სჯერა მისი. არ ვიცი, მისცა თუ არა ვინმემ მას ჩემზე მეტი შესაძლებლობა. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.
იმედი მაქვს, რომ ამ გამარჯვებას გავიხსენებთ, თუ ლა ლიგას მოვიგებთ. მას იმ გზაზე გამოვყავართ, რომლითაც ყოველთვის გვსურს სიარული. ეს არის „რეალი“ - გუნდი, რომელსაც სჯერა და იბრძვის. იმედი მაქვს, ეს მომენტი გარდამტეხი გახდება“,
– განაცხადა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „სელტა“ ვიგოში 2:1 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი ფედე ვალვერდეს დარტყმის შედეგად გავიდა - ურუგვაელის დარტყმული მარკოს ალონსოს მოხვდა და რიკოშეტის შედეგად ბადეში გაეხვა.
მადრიდელები „ბარსელონას“ ამჟამად 1 ქულით ჩამორჩებიან. ჰანსი ფლიკის გუნდი თავის შეხვედრას, დღეს ღამით „ბილბაოსთან“ სტუმრად გამართავს.