ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს | ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის კომენტარს აზერბაიჯანული მედია აქვეყნებს. ცხადაძე აზერბაიჯანულ „გაბალას'' წვრთნის და მას საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩზე ჰკითხეს.
„რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებ და ვგულშემატკივრობ, რადგან ჩემი ქვეყანაა, ჩემი გუნდია. საქართველოს ნაკრებს მაგრად ვქომაგობ, ახლა ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავს, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს 3:0 მოუგო. სამწუხაროდ, პირველი მატჩი თურქეთთან დათმეს, მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია. საქართველოს ნაკრები წარმატებებს მიაღწევს და ყველა ქართველის ოცნებას აახდენს. ერთი ოცნება უკვე აიხდინეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშეს. შემდეგი ოცნება მუნდიალზე თამაშია. საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევში წარმატებებს ვუსურვებ’’.
შეგახსენებთ, მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები შინ თურქეთთან 2:3 დამარცხდა, შემდეგ კი ასევე საკუთარ მოედანზე ბულგარეთს 3:0 მოუგო.