ფრანგული მედია: დავითაშვილი კლერმონთან ვერ ითამაშებს
ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ „კლერმონთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარება – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა lamontagne ავრცელებს.
„კლერმონში გამგზავრებამდე „სენტ-ეტიენმა“ წარადგინა შემადგენლობა, რომელიც ამ შაბათს ლიგა 2-ის მე-5 ტურში ოვერნში ითამაშებს.
კლუბები ყოველთვის მოუთმენლად ელიან სანაკრებო შესვენების შემდეგ ლეგიონერების დაბრუნებას იმ იმედით, რომ თავიდან აიცილებენ უსიამოვნო სიურპრიზებს. მაგრამ „სენტ-ეტიენზე“ ამ სანაკრებო შესვენებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
რამდენიმე ძირითადი მოთამაშე ვარჯიშს ჯერ ვერ დაუბრუნდა. ერთ-ერთი ზურიკო დავითაშვილია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავ ფორმაში იყო და ერთ გოლს საგოლე გადაცემა დაამატა. მას მცირე ტრავმა აწუხებს. „სენტ-ეტიენმა“ თავდამსხმელი ბოლო წუთს ამოიღო სამატჩო სიიდან“.
საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენი“ „კლერმონს“ 13 სექტემბერს ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.