გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, პოცელანო
Aa
Aa

“მოცდა უფრო დიდი ხნით მოგვიწევს“ - პეცოლანო ჩაკვეს მდგომარეობაზე

დიდი ხანია გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე არ გასულა. ქართველმა ფეხბურთელმა უკანასკნელად აპრილში ითამაშა.

მისი დაბრუნება უახლოეს პერიოდში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ჩანს გადაიდო. ამის შესახებ უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა პაულო პეცოლანომ ისაუბრა.

პეცოლანო:

„ჩაკვეტაძის გარშემო სიახლეები იმედისმომცემი არ არის. გიორგი დიდი ხანია მკურნალობს და უფრო ადრე უნდა დაბრუნებულიყო. ბოლო ინფორმაციით, მისი დაბრუნება უახლოეს კვირებში უნდა მოხერხებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

ყველა ვცდილობთ, რომ ის მალე დაბრუნდეს. სამწუხაროდ, ისეთი პირი უჩანს, რომ მოცდა უფრო დიდი ხნით მოგვიწევს, ვიდრე ვვარაუდობდით. თუ ასე გაგრძელდება, არის საფრთხე, რომ ის საქართველოს ნაკრებს ვერც ოქტომბერში დაეხმარება.“

შეგახსენებთ, რომ ჩაკვე უოტფორდს აპრილის შემდეგ ვერ ეხმარება. მანამდე კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქართველი ფეხბურთელი მოედანს სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ უნდა დაბრუნებოდა.

აქვე გეტყვით, რომ უოტფორდმა ჩემპიონშიფი კარგად არ დაიწყო. 4 მატიჩდან 1 წააგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები