გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

კლუბის ლეგენდამ გაამხნევა - სტუმარი ჩაკვეტაძესთან

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში თურქებთან (2:3) გამართულ საშინაო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებისთვის ოთარ კიტეიშვილთან ერთად, გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაც უდიდესი დანაკლისი იყო. 26 წლის ნახევარმცველი ფეხის თითის ტრავმის გამო უკვე დიდი ხანია „უოტფორდსაც“ ვერ ეხმარება და სარეაბილიტაციო პროცესს გადის.

სატრენაჟორო დარბაზში ყოფნისას კი, გუშინ ჩაკვეტაძეს მოულოდნელი სტუმარი ჰყავდა - გიორგის კლუბის ლეგენდა ტროი დინი შეხვდა და გამოჯანმრთელების პროცესში წარმატებები უსურვა. ეს უკანასკნელი „უოტფორდის“ ღირსებას 11 წლის განმავლობაში, 2010 წლიდან 2021 წლამდე იცავდა და ყველა ტურნირზე გამართულ 419 მატჩში თავი 140 გოლით გამოიჩინა.

ცნობისათვის, გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილმა „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიპის წლევანდელი სეზონი აშკარად არასახარბიელოდ დაიწყო და 4 ტურში დაგროვებული 5 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა გეგმები აქვთ ჩაკვესთან მიმართებით | უოტფორდში ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრეს
რა გეგმები აქვთ ჩაკვესთან მიმართებით | უოტფორდში ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრეს