ფონსეკამ ენდრიკი ლიონში იჯარით გადასვლაზე დაითანხმა - L’Equipe
ენდრიკმა პაულო ფონსეკასთან საუბრის შემდეგ, „ლიონში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა.
L’Equipe-ის ინფორმაციით, „ლიონის“ მთავარი მწვრთნელი, ენდრიკს ტელეფონით ესაუბრა და ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბის პროექტში დაარწმუნა.
როგორც გამოცემა წერს, „რეალის“ ფორვარდს სურს, რომ იჯარის შესახებ შეთანხმება რაც შეიძლება მალე გაფორმდეს, რათა 1 იანვარსვე შეძლოს „ლიონს“ შეუერთდეს.
აღინიშნება, რომ „რეალი“ და „ლიონი“ ტრანსფერის პირობებზე ჯერ არ შეთანხხმებულან, რადგან მადრიდელები ენდრიკის იჯარის სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაციის მიღებას ელოდებიან.
გარდა ამისა, ენდრიკის წასვლას ხელს უშლის ფრანკო მასტანტუონოს საზარდულის ტრავმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 19 წლის თავდამსხმელმა მოედანზე სულ რაღაც 11 წუთი გაატარა - ის „ვალენსიასთან“ მატჩში, (4:0) შეცვლაზე შევიდა.