ჯენოა, დანიელე დე როსი
Aa
Aa

დე როსიმ შესაძლოა ჯენოა ჩაიბაროს

„ჯენოა“ მთავარ მწვრთნელად დანიელე დე როსის დანიშვნის შესაძლებლობას განიხილავს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, პატრიკ ვიეირას დათხოვნის შემდეგ, „რომას“ ყოფილი დამრიგებელი, მთავარი კანდიდატია.

„ჯენოა“ ასევე განიხილავს პაოლო ვანოლის კანდიდატურასაც, რომელიც ბოლოს „ტორინოს“ ავარჯიშებდა.

როგორც მედიაში იწერება, დე როსიმ გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი არგენტინაში, სადაც 9 ნოემბერს „ბოკა ხუნიორსისა“ და „რივერ პლეიტს“ მატჩს უნდა დასწრებოდა, რაც სავარაუდოდ, „ჯენოაში“ მის შესაძლო დანიშვნას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის ტოპ 20 მეკარე | რომელ ადგილზეა მამარდა Givemesport-ის რეიტინგში
პრემიერ ლიგის ტოპ 20 მეკარე | რომელ ადგილზეა მამარდა Givemesport-ის რეიტინგში