ვენსან კომპანი
Aa
Aa

„თამაშის ბედს მცირე დეტალები გადაწყვეტს“ - კომპანი პსჟ-სთან მატჩზე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მეოთხე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა კომპანიმ:

„უნდა გვჯეროდეს, რომ გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია. ამისთვის ინდივიდუალურ დონეზეც კარგად თამაში გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულსა და ამ სეზონში, ტიტულის მოგების ერთ-ერთ ფავორიტს ვხვდებით, სტუმრად თამაში კი კიდევ უფრო რთულია. უნდა ვირწმუნოთ, რომ შანსების შექმნა შეგვიძლია.“

„პარიზელთა გუნდური სულისკვეთებით ნამდვილად მოხიბლული ვარ. ასევე მომწონს, როგორ ცდილობენ ბურთის დაბრუნებას და როგორი ინდივიდუალური თვისებები აქვთ. პსჟ-ში ერთ მოთამაშეზე ფოკუსირება საკმარისი არ არის, მათ ყოველთვის მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავდათ. მაგრამ ჩემს გუნდზეც შემიძლია იგივეს თქმა - ჩვენც გვაქვს ეს შესანიშნავი თვისებები და სწორედ ამიტომ არის ეს თამაში საინტერესო.“

„თუ თამაშებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ პარიზელებს წინა შეხვედრებში რთული პერიოდები ჰქონდათ, იმის მიუხედავად, რომ ის არის გუნდი, რომელიც ყველა თამაშში დომინირებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ წარმატების შანსი გვექნება. ჩვენც იგივე გზას ვადგავართ და ორივე გუნდი განუწყვეტლივ ვითარდება. გამარჯვებულის ბედს მცირე დეტალები გადაწყვეტს.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ დაპირისპირება 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემბელე ითამაშებს, მარკინიოსი ნამდვილი ლიდერია | ენრიკე ბაიერნთან მატჩის წინ
დემბელე ითამაშებს, მარკინიოსი ნამდვილი ლიდერია | ენრიკე ბაიერნთან მატჩის წინ