ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

„ინტერესი რეალურია, მაგრამ...“ - რომანომ კვარა-არსენალზე ისაუბრა

სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ რამდენიმე ინგლისური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას ყურადღებით აკვირდება. რომანომ განსაკუთრებით გამოყო ლონდონის „არსენალი“, როგორც პსჟ-ს ქართველი შემტევის პოტენციური მსურველი.

„თუ მკითხავთ, არის თუ არა ინგლისიდან ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, პასუხი ცალსახად დადებითია“, - აღნიშნა რომანომ.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ ლონდონური კლუბისთვის ქართველი ფეხბურთელი ტაქტიკურად იდეალური შენაძენი იქნებოდა: „მაგალითად, არსენალისთვის ის ალბათ იდეალური მოთამაშე და სრულყოფილი გარემარბი იქნებოდა. თუმცა, ამ ეტაპზე ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთულია.“

რომანომ ასევე დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „მეთოფეებისგან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურობას ელის, კვარაცხელიას შეძენა მაინც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული: „კვლავ ველოდები, რომ არსენალი ამ სატრანსფერო პერიოდში გარემარბს დაიმატებს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში სიტუაცია კომპლექსურია.“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ გრანდს 2025 წლის იანვარში შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა