ანდრეა კამბიაზო
Aa
Aa

ბარსელონა კამბიაზოს მიმართ ინტერესს იჩენს

„ბარსელონა“ „იუვენტუსის“ მარცხენა მცველის, ანდრეა კამბიაზოს მიმართ ინტერესს იჩენს.

Sportitalia-ს ცნობით, კატალონიური კლუბი უნივერსალურ მცველს ეძებს, რომელსაც ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. ამ კრიტერიუმებს 26 წლის იტალიელი იდეალურად აკმაყოფილებს და კატალონიელები მას თამაშის სტილის გამო განსაკუთრებულად აფასებენ.

კამბიაზოსა და „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. როგორც La Gazzetta dello Sport წერს, ლუჩანო სპალეტის დანიშვნის დღიდან, კამბიაზო გუნდის საკვანძო მოთამაშედ იქცა.

„ბარსელონა“ ფეხბურთელს ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად აკვირდება. თუმცა, „იუვენტუსი“ თავის მოთამაშეს 50 მილიონ ევროზე მეტად აფასებს და ამაზე ნაკლები თანხის შეთავაზებას ტურინელები, სავარაუდოდ, არც განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კამბიაზომ სერია A-ში 28 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასახდელში გააკრიტიკეს და საუკეთესო ფორმით უპასუხა | beIN Sports-ის ჟურნალისტი ზურიკოზე
გასახდელში გააკრიტიკეს და საუკეთესო ფორმით უპასუხა | beIN Sports-ის ჟურნალისტი ზურიკოზე