“ჟოან გარსია ხვალ ითამაშებს“ - ფლიკი რაიოსთან მატჩის წინ
ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა რაიო ვალეკანოს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა. როგორც აღმოჩნდა, ჟოან გარსიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და სათამაშოდ მზად არის.
მატჩზე („რაიოსთან“):
„ისინი სახლში და სტუმრად ერთნაირად თამაშობენ. „რაიო“ გამოცდილი გუნდია, რომელიც მაღალი ინტენსივობით მოქმედებს.“
ჟოან გარსიაზე:
„ხვალ შეუძლია თამაში. ძალიან მიხარია მისი ნაკრებში გამოძახება.“
ერიკ გარსიაზე:
„ის განაცხადში იქნება და სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. ვნახავთ, ითამაშებს თუ არა, მაგრამ მისი დაბრუნება უკვე კარგი ამბავია.“
სანაკრებო პაუზაზე:
„ვივარჯიშებთ და მათ, ვინც არ მიდის ნაკრებში, დავასვენებთ. არ ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ნაკრების ფეხბურთელებთან ან შესაძლო ტრავმებზე. მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ყველას თამაში უნდა. მათთვის კარგია გარემოს შეცვლა და შემდეგ უფრო მეტი ენერგიით დაბრუნება — ეს პოზიტიურია.“
რაშფორდზე:
„ბოლო დღეებში მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ახლა 100 პროცენტით მზად არის.“
გუნდის ფორმაზე („ნიუკასლთან“ მატჩის შემდეგ):
„ეგოზე რაც ვთქვი, უკვე წარსულია. გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. „ნიუკასლი“ მაღალ დონეზე თამაშობდა. ჩვენ აქტიურები ვიყავით, ინტენსიურად ვმოქმედებდით… ყველა სიამოვნებას იღებს — გუნდი, სათადარიგოთა სკამი, გულშემატკივრები. ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ მომდევნო კვირებშიც.“
ლევანდოვსკისა და ფერანზე:
„მთავარია დინამიკა და აქტიურობა. ფერანმაც კარგად ივარჯიშა, თავდაჯერებულია. ის ბევრს მუშაობს, რომ საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეს.“
გუნდის დაგეგმვაზე:
„სეზონის ბოლომდე ყველა გვჭირდება, შემდეგ კი ვნახავთ, რა მოხდება. დრო გვაქვს. მსოფლიო ჩემპიონატიც მოდის. ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი — კანსელო, რაშფორდი, ჟერარდი… ყველა გვაძლევს ხარისხს. სეზონის ბოლოს დავილაპარაკებთ. ახლა არ არის დრო იმისთვის, ვინ უნდა დარჩეს და ვინ არა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“
მადრიდის დერბიზე:
„არ ვიცი, ვუყურებ თუ არა. ჯერ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და „რაიოს“ მოვუგოთ — ეს მარტივი არ იქნება. დანარჩენი ჩვენს ხელში არ არის.“
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა რეალს 4 ქულით უსწრებს. რეალი კი თავის მხრივ ლა ლიგის მომავალ ტურში ატლეტიკოს დაუპირისპირდება. ბარსელოანს და რაოს მატჩი 22 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.