IJF-მა მსოფლიო რეიტინგი განაახლა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მარტის თვის განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ცვლილებები საქართველოს ნაკრების წევრებსაც შეეხოთ.
-60 კგ. წონით კატეგორიაში ათეულს გიორგი სარდალაშვილი ხურავს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს 2026 წელს ჯერჯერობით, არ უასპარეზია, თუმცა „კრისტალბეთის“ ამბასადორი 16-19 აპრილს თბილისში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და იმედი ვიქონიოთ, რომ გიორგი სარდალაშვილი რეიტინგში პოზიციებს მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს.
-66 კგ. წონით კატეგორიაში ნაკრების ლიდერი, ვაჟა მარგველაშვილი ჯერჯერობით, 22-ე პოზიციაზეა.
-73 კგ. წონაში, ლეგენდარული ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი მე-19 ადგილს იკავებს.
-81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი მესამე პოზიციაზეა. მე-12 ადგილზეა კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი - ზაურ დვალაშვილი.
-90 კილოგრამში, საუკეთესო ათეულში ორი ქართველი გვხვდება. მესამე ადგილზე ლაშა ბექაურია, მეოთხეზე კი ლუკა მაისურაძე, რომელმაც თბილისის გრანდ სლემის შემდეგ ერთბაშად 6 საფეხურით წაიწია წინ.
-100 კგ. წონით კატეგორიაში მეცხრე პოზიციაზე იმყოფება ილია სულამანიძე.
+100 კგ. წონაში მე-8 ადგილზეა გურამ თუშიშვილი, მე-9 პოზიციას კი ირაკლი დემეტრაშვილი იკავებს, რომელმაც მაისურაძის მსგავსად, თბილისის გრან სლემის მოგების შემდეგ რეიტინგში 8 საფეხურით აღზევდა.
რაც შეეხება გოგონებს, ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც რეიტინგის ათეულში გვხვდება, ეთერ ლიპარტელიანია, რომელიც -57 კგ. წონითი კატეგორიის სიაში მეორე პოზიციაზე იმყოფება.
უახლესი დიდი ტურნირი ევროპის ჩემპიონატია, რომელიც 16-19 აპრილს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება. ტურნირზე ჩვენი ნაკრები ვარსკვლავური შემადგენლობით იასპარეზებს.