„მნიშვნელოვანია, რომ ორივე მატჩი მოვიგოთ“ - ნარიმანიძე 21 წლამდე ნაკრებზე
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს წყალტუბოში პირველი ვარჯიში გამართა. ტყიბულის „მეშახტეს“ შემტევი დიმიტრი ღურწკაია გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. მოსამზადებელ ეტაპს „დინამო ბათუმის“ - ლუკა წულუკიძე და წყალტუბოს „სამგურალის“ საყრდენი - ცოტნე ბერელიძე შემოუერთდნენ.
სანდრო ნარიმანიძე:
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999).
მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).
ლატვიასთან (27 მარტი, 19:00) და მალტასთან (31 მარტი, 19:00) მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.