ლუის დე ლა ფუენტე, დანიელ კარვახალი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„მათი საკითხი მხოლოდ ასე მოგვარდება“ - დე ლა ფუენტე კარვახალი-იამალის კონფლიქტზე

ახლოვდება ნოემბრის სანაკრებო პაუზა და ბუნებრივია, დანიელ კარვახალს სერიოზული ტრავმა რომ არ მიეღო, მთავარი ინტრიგა იქნებოდა, როგორ შეძლებდნენ ესპანეთის ნაკრებში ლამინ იამალი და „რეალის“ მარჯვენა მცველი ძველებური ურთიერთობების აღდგენას. როდესაც სიტუაცია იძაბება და ატმოსფერო ფუჭდება, ამ ყველაფრის გამოსწორებაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში მთავარ მწვრთნელს ეკისრება, რის გამოც AS-ის ჟურნალისტმა გადაწყვიტა ამ თემასთან დაკავშირებით „ფურია როხას“ დამრიგებლის მოსაზრება გაეგო და ლუის დე ლა ფუენტემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ესპანეთის ნაკრებში ჩემი მუშაობის პერიოდში არანაირ ინციდენტს, ან რომელიმე ფეხბურთელის შეუფერებელ საქციელს ადგილი არ ჰქონია. ერთი დიდი ოჯახივით ვართ და საერთო კეთილდღეობაზე მაღლა პირად ინტერესებს არასოდეს არავინ დააყენებს.

ლამინსაც და დანიელსაც ხშირად ვეკონტაქტები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ბიჭებს კლუბების ხელმძღვანელები უნდა დაელაპარაკონ, რადგან ეს მათ პასუხისმგებლობაში შედის. კარგად მახსოვს ევროპის ჩემპიონატი და იამალის ასისტით კარვახალის გოლი - ასე რომ დამიჯერეთ, ყველაფერი კარგად იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ესპანელები 15 ნოემბერს თბილისში, საქართველოს ნაკრებთან ითამაშებენ. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს კი სამი დღის შემდეგ თურქებთან საშინაო თამაშით დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ უთქვამს, გარეთ შევხვდეთო | იამალისა და კარვახალის ეპიზოდი
არ უთქვამს, გარეთ შევხვდეთო | იამალისა და კარვახალის ეპიზოდი