„იამალი ჯერ პატარა ბიჭია, ვინი კი ბავშვი აღარ არის, თუმცა ყველაფერს პატიობენ...“
„ბეტისისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხულიო კარდენიოსამ ლამინ იამალისა და ვინისიუს ჟუნიორის ქცევა შეადარა.
„მე ვხედავ განსხვავებას ლამინისა და ვინისიუსის ქცევაში. ლამინი ბიჭია, რომელმაც ახალგაზრდული შეცდომა დაუშვა, მაშინ როცა ვინისიუსი უკვე აღარ არის ბავშვი, მაგრამ მადრიდში მას ყველაფერს პატიობენ.
მართალია, რომ წელს ეს „ბიჭი“ ძალიან აქტიურია (მოედნის გარეთ), რომ ის ძალიან შეიცვალა, და ვფიქრობ, მას უფრო მეტი მითითება უნდა მიეცეს. რასაც ვხედავ, არ ვფიქრობ, რომ ბევრ რჩევას აძლევენ. მატჩის შემდეგ ის აიძულეს რომ ელაპარაკა, და ის ამას დაეთანხმა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მან ეს ბოროტი განზრახვით გააკეთა.
ვინისიუსის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ის უკვე აღარ არის ბავშვი. მადრიდში მას ყველაფერს პატიობენ, მას ფრთები შეასხეს, და ის ცოტათი ხელიდან გაუშვეს. მისი ქცევა სამწუხაროა. სიტუაცია მხოლოდ იმიტომ დაწყნარდა, რომ მათ მოიგეს.
ვინისიუსი გონს უნდა მოიყვანონ, და ეს მკაცრად უნდა გაკეთდეს, რადგან ამის გარეშე სიტუაცია განმეორდება. აი ნახავთ, ყველაფერი ასე იქნება“,
– თქვა კარდენიოსამ Radio Marca-ს ეთერში.