რობერტ ლევანდოვსკი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ბარსელონა ლევანდოვსკის შემცვლელად ოსიმენს განიხალავს | Mundo Deportivo

გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი „ბარსელონას“ ინტერესის სფეროში მოხვდა.

როგორც Mundo Deportivo იუწყება, „გალათასარაის“ ფორვარდი კატალონიელებისთვის ყველაზე სასურველ კანდიდატურად განიხილება იმ შემთხვევაში, თუ რობერტ ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

აღინიშნება, რომ „ბლაუგრანა“ ოსიმენით ჯერ კიდევ 2024 წელს იყო დაინტერესებული, თუმცა ნიგერიელის მაღალი სატრანსფერო ღირებულების გამო, მისი ტრანსფერი „ბარსელონაში“ ნაკლებად სავარაუდოა - სიტუაციის განვითარება კატალონიური კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ „გალათასარაიმ“ ოსიმენი „ნაპოლისგან“ გასულ ზაფხულს, 75 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ამით ის თურქული ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში, 26 წლის ნიგერიელმა 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, „გალათასარაისთან“ ოსიმენის კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟორჟის მორიგი გოლი - მამარდას არ უთამაშია, ლივერპული თასიდან გავარდა
ჟორჟის მორიგი გოლი - მამარდას არ უთამაშია, ლივერპული თასიდან გავარდა