რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„მინდა, აქ დიდხანს დავრჩე“ - ამორიმმა 1-წლიანი მუშაობა შეაჯამა

რუბენ ამორიმმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის ერთწლიანი პერიოდი შეაფასა.

პორტუგალიელი სპეციალისტი „წითელი ეშმმაკების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა.

„ეს მართლაც რთული იყო. იყო როგორც კარგი, ისე ცუდი მომენტები. ბევრი რამ ვისწავლე. მივხვდი, რომ ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი შემიძლია, მივყვე იმას, რისიც მწამს. დღეს ჩემი პასუხი უკეთესია, ვიდრე ის, რასაც სამი კვირის წინ გაგცემდით. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემს ცხოვრებაში და მინდა, აქ დიდხანს დავრჩე“, – განაცხადა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ რუბენის გუნდმა ამ სეზონში ზედიზედ 3 მატჩი პრემიერ ლიგაში პირველად მოიგო.

გეტყვით ასევე, რომ ამ ეტაპზე „წითელი ეშმაკები“ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებენ. მომდევნო მატჩს ისინი 1 ნოემბერს, „ნოტინგემის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასთან მიმართებით ოდნავ ჯიუტად იქცევა“ | ფრანგი ჟურნალისტი ლუის ენრიკეზე
„კვარასთან მიმართებით ოდნავ ჯიუტად იქცევა“ | ფრანგი ჟურნალისტი ლუის ენრიკეზე