იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

„იანისიც ადამიანია“ - სპანულისმა თავისი გუნდის ლიდერი დაიცვა

საბერძნეთის კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილის სპანულისმა ევრობასკეტის ნახევარფინალში თურქეთთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტოქემ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ცუდი დღე გვქონდა, რომელიც იანისის არაზუსტი სროლებით დაიწყო და ოსმანის ზუსტი სამქულიანებით გაგრძელდა - ძალიან ბევრი დაკარგვა გვქონდა. ვემზადებით მესამე ადგილისთვის მატჩისთვის - ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ფინეთი სწრაფად თამაშობს და ძალიან ბევრს ისვრის, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ.

ვულოცავ თურქეთს, მათ გვაჯობეს, ჩვენ კი საშინლად ვითამაშეთ, ძალიან ბევრი ბავშვური შეცდომა დავუშვით. სხვა გეგმა გვქონდა, რომელიც ვერ შევასრულეთ, თუმცა ეს ნებისმიერ გუნდს შეიძლება დაემართოს.

თურქეთს შენგიუნი ჰყავს, რომელსაც კარგი პასები აქვს. თურქეთის ნაკრებს ძალიან მაღალი მცველები ჰყავთ, ისინი კარგად თამაშობდნენ დაცვაში, გვიკეტავდნენ პასების მიმართულებებს და შეცდომების დაშვებას გვაიძულებდნენ.

დაცვაში მათი გეგმა იანისის ჩაკეტვაზე იყო ფოკუსირებული. ანტეტოკოუნმპოც ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად არაამქვეყნიურად თამაშობს. ის შესანიშნავი კალათბურთელი და ჩვენი გუნდის ლიდერია, სლუკასთან და პაპანიკოლაუსთან ერთად. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გუნდი მყავს“.

ცნობისთვის, ევრობასკეტის ნახევარფინალში საბერძნეთი თურქეთთან განადგურდა - 68:94. ფინალში თურქეთი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, გერმანიას დაუპირისპირდება, მესამე ადგილისთვის მატჩში კი საბერძნეთის მეტოქე ფინეთი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„Rolex-ის საათს შევპირდი“ - შენგუნი ოსმანის საოცარ თამაშზე
„Rolex-ის საათს შევპირდი“ - შენგუნი ოსმანის საოცარ თამაშზე