იანის ანტეტოკოუნმპო, ალპერენ შენგუნი
Aa
Aa

საბერძნეთი პარკეტიდან გააქრეს | თურქეთის ბრწყინვალე მატჩი და დამსახურებული ფინალი

ევრობასკეტის ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანია თურქეთს დაუპირისპირდება. ერჯინ ატამანის გუნდი ნახევარფინალში საბერძნეთს შეხვდა და იანის ანტეტოკუნმპოს გუნდი პარკეტიდან გააქრო.

თურქეთის ნაკრებმა პირველი მეოთხედი ფენომენალურად ჩაატარა და დაცვაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. თურქებმა საწყის 10 წუთში მეტოქეს ბურთი 5-ჯერ დააკარგვინეს და პერიოდი 26:16 მოუგეს. მეორე მეოთხედში არაფერი შეცვლილა, თურქებმა ათწუთეული 23:15 მოიგეს და დიდ შესვენებაზე სერიოზული უპირატესობა ჰქონდათ - 49:31.

მეორე ტაიმში იგივე სცენარი იყო. ბერძნების დაკარგვები გრძელდებოდა და თურქეთმა მესამე მეოთხედიც მოიგო - 23:20. გადამწყვეტ პერიოდში, საბერძნეთი მარცხს შეეგუა და ნახევარფინალში 68:94 განადგურდა.

თურქეთის ნაკრების რიგებში საუკეთესო ერჩან ოსმანი იყო, რომელმაც კარიერის ალბათ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა - 28 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა. ალპერენ შენგუნს 15 ქულა, 12 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა ჰქონდა. ჯედი ოსმანმა 17 ქულა მიითვალა, შეინ ლარკინმა - 14. საბერძნეთის ნაკრების მხრიდან 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ კოსტას სლუკასმა და იანის ანტეტოკუნმპომ გადალახეს. სლუკასმა 15 ქულა გააკეთა, იანისმა - 12.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი ფინალში გერმანიას დაუპირისპირდება და მატჩი 14 სექტემბერს გაიმართება. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საბერძნეთი ფინეთს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები | ერთა ლიგის კალათები და 4 მატჩი სექტემბერში
საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები | ერთა ლიგის კალათები და 4 მატჩი სექტემბერში