დაბრუნება მშობლიურ კლუბში | ალთუნაშვილი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
სანდრო ალთუნაშვილი „იბერიაში’’ დაბრუნდა. ინფორმაცია თბილისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„იბერიას'' მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძეა. ალთუნაშვილი მასთან საქართველოს 21-წლამდე ნაკრებსა და ბათუმის „დინამოში'' მუშაობდა. სანდრო ეროვნულ ნაკრებში პირველად ბათუმის „დინამოდან'' მოხვდა, გეგუჩაძესთან მუშაობა მისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო.
28 წლის ნახევარმცველმა, რომელიც „იბერიას’’ აღზრდილია, ბოლო ორი სეზონი ავსტრიულ „ვოლფსბერგერში’’ გაატარა, გასული სეზონის შემდეგ კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა. 8-დან ორი შეხვედრა ევრო 2024-ზე იყო, თურქეთთან და ესპანეთთან ცვლილებაზე გამოვიდა.