U21 | ფრე ჩრდ.ირლანდიასთან - გუნდებმა ქულები გაიყვეს
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძემ განსხვავებული და სახეცვლილი ნაკრები გამოიყვანა. გუნდში არაერთი დებიუტანტი ვიხილეთ.
ანგარიში მე-7 წუთზე გაბრიელ სიგუამ გახსნა და საქართველომ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და 66-ე წუთზე მეთიუ ორმა წონასწორობა აღადგინა. მატჩი საკმაოდ სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა და გუნდები მომენტებს ცვლიდნენ.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სვანაძის გაწვრთნილი ნაკრები წაგებას გადარჩა. ბურთი ცარიელ კარში მიგორავდა, მაგრამ ნარიმანიძემ გამოიტანა და საკუთარი გუნდი წაგებას გადაარჩინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შემდეგი ტურის მატჩს 10 ოქტომბერს სტუმრად ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.