მარცხი ტურნირის მასპინძელთან | 18-წლამდე ნაკრებმა რუმინეთთან წააგო
საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი რუმინეთთან მატჩით დაასრულა. ჩვენი გუნდი დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირის მასპინძელთან წააგო.
პირველმა ტაიმმა რუმინელთა უპირატესობით ჩაიარა. საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა საწყისი მეოთხედი 21:23 დათმო, მეორე მეოთხედში კი ჩამორჩენა 11 ქულამდე გაიზარდა - 39:50. მესამე პერიოდი ქართველებმა 16:11 მოიგეს და ბოლო ათწუთეულში მეტოქეს 5 ქულით მიუახლოვდნენ, თუმცა გარდატეხის შეტანა არ გამოუვიდათ - 71:79.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო მათე ხატიაშვილი იყო - 21 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი. გიოგი ჭირაკაძემ 18 ქულა მიითვალა. ლუკა ტაბაღუას 9 ქულა ჰქონდა, ხოლო გიორგი დოხნაძემ 8 ქულა დააგროვა.
ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 2 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულა.