იოკიჩი ევრობასკეტზე ითამაშებს | სერბეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სვეტისლავ პესიჩმა ევრობასკეტისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სერბები ევროპირველობაზე ფავორიტის სტატუსით მიემგზავრებიან და ნიკოლა იოკიჩის იმედიც ექნებათ.
ბოგდან ბოგდანოვიჩი (ლოს ანჯელეს კლიპერსი), სტეფან იოვიჩი (თავისუფალი აგენტი), ვასილი მიჩიჩი (ჰაპოელ თელავივი), ვანია მარინკოვიჩი (პარტიზანი), ალექსა ავრამობიჩი (დუბაი), მარკო გუდურიჩი (ოლიმპია მილანო), უროს ტრიფუნოვიჩი (ტოფასი), ნიკოლა ტოპიჩი (ოკლაჰომა სითი თანდერი), ოგნიენ დობრიჩი (ცრვენა ზვეზდა), დეიან დავიდოვაცი (ცრვენა ზვეზდა), ნიკოლა იოვიჩი (მაიამი ჰიტი), ალენ სმაილაგიჩი (ვირტუს ბოლონია), ტრისტან ვუკჩევიჩი (ვაშინგტონ უიზარდსი), ფილიპ პეტრუშევი (დუბაი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეთსი), ნიკოლა მილუტინოვი (ოლიმპიაკოსი), ბალსა კოპრივიცა (ბაჰჩეშეჰირი).
სერბეთი A ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები ესტონეთი, ლატვია, თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არიან. მათი პირველი მეტოქე ესტონეთია, რომელსაც სებეთი 27 აგვისტოს დაუპირისპირდება.