გაკპოს მუცლადმყოფი შვილი დაეღუპა | მსგავსი ტრაგედია ბულაჰრუზმაც გადაიტანა
კოდი გაკპომ და მისმა მეგობარმა გოგონამ მუცლადმყოფი ბავშვი დაკარგეს. ამის შესახებ ნიდერლანდელი თავდამსხმელის მეგობარმა გოგომ, ნოა ვან დერ ბეიმ ინსტაგრამზე დაწერა. მან გამოაქვეყნა ჩვილის ფოტო, სადაც ორივეს ხელი ჩანს: „გულგატეხილები გაცნობებთ, რომ ჩვენი ბიჭუნა ორსულობის პერიოდში გარდაიცვალა. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.“
წყვილმა თავის ვაჟს ელაიჯა რაფაელ გაკპო დაარქვა.
„ჩვენ ერთად ვიყავით ეკლესიაში და სანთელი დავანთეთ. ამის შემდეგ, ჩვენს ვაჟთან, სამუელთან ერთად სათამაშო მოედანზე წავედით. იქ კიდევ ერთი ბავშვი იყო, რომელსაც ასევე ელაიჯა ერქვა. ღვთისგან ამაზე ლამაზი ნიშანი ვერ იქნებოდა“, - წერს ის.
თავდამსხმელმა ოთხი კვირის წინ განაცხადა, რომ ის და მისი მეგობარი გოგონა მეორე შვილს ელოდებოდნენ.
ხალიდ ბულაჰრუზმაც იგივე გადაიტანა
ხალიდ ბულაჰრუზმა, სამწუხაროდ, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მსგავსი ტრაგედია გადაიტანა. მისი ახალშობილი ქალიშვილი, ანისა, ტურნირის მიმდინარეობისას გარდაიცვალა. ამ უდიდესი დანაკარგის მიუხედავად, მცველმა თანაგუნდელებისა და მთავარი მწვრთნელის, მარკო ვან ბასტენის მხარდაჭერით, მაინც გადაწყვიტა რუსეთის წინააღმდეგ მეოთხედფინალში სამგლოვიარო სამკლაურით ეთამაშა.