ნოიერის დაბრუნებას განიხილავენ - ტერ შტეგენის სიტუაცია რთულდება
მანუელ ნოიერი შესაძლოა გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტმა, ტობი ალტშეფლმა გაავრცელა. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, როდესაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ურთიერთობა როგორც მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკთან, ასევე კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებთან დაეძაბა.
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა აღნიშნა, რომ გადაუმოწმებლად მსგავსი ინფორმაციების გავრცელება როგორც მისი, ასევე ტერ შტეგენის შეურაცხყოფაა, თუმცა უარყოფით მას არაფერი უარყვია. როგორც ამბობენ, თავად 39 წლის ნოიერი წინააღმდეგი არ არის დაბრუნდეს და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს, მითუმეტეს, რომ „ბარსას“ კიპერმა კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მინიმუმ ოთხი თვე ვერ ითამაშებს.
ბუნდესნაკრების ღირსებას მანუელ ნოიერი 2009 წლიდან 2024 წლამდე იცავდა და ამ ხნის მანძილზე ჩატარებული 124 მატჩიდან 51-ში საკუთარი კარი მშრალად შეინახა და 118 გოლი გაუშვა. რაც შეეხება 33 წლის ტერ შტეგენს, მის ანგარიშზე 44 მატჩში გაშვებული 54 ბურთი და მხოლოდ 13-ჯერ მშრალად შენახული კარია.