„ჯიჯი არაფერ შუაშია“ - კურტუამ დონარუმა ნოიერისგან დაიცვა
„პარი სენ-ჟერმენი“ - „ბაიერნის“ შეხვედრაში ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახებისას მიღებულმა ჯამალ მუსიალას უმძიმესმა ტრავმამ სრულიად საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. ბევრი გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც პარიზული კლუბის იტალიელი მეკარე სასტიკად გააკრიტიკა და მათ შორის იყო მისი მიუნხენენელი კოლეგა მანუელ ნოიერი და ამ უკანასკნელის კრიტიკისგან დონარუმას დაცვა საკუთარ თავზე მადრიდის „რეალის“ გოლკიპერმა ტიბო კურტუამ აიღო, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ნოიერის გასაგონად მინდა ვთქვა - მუსიალას დაშავებაში ჯანლუიჯი დონარუმას დადანაშაულება მე პირადად გადაჭარბებულად მეჩვენება. მეკარე კარიდან გამოვიდა, რადგან ბურთზე თამაშს აპირებდა და ჯამალმაც წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა. ეს იყო ნამდვილი უიღბლობა, რასაც თავად ჯიჯიც უზომოდ განიცდიდა და მისი დადანაშაულება არაფრით არ შეიძლება“.
შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუასა და ჯანლუიჯი დონარუმას გუნდები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდებიან - 9 ივლისს, „რეალი“ - „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.