ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

როცა 100 კგ-ს იწონი და კოჭზე ახტები, რისკი დიდია | ებერლიმ დონარუმაზე ისაუბრა

BILD-ის ინფორმაციით, ჯამალ მუსიალა ოთხ-ხუთ თვეს გამოტოვებს, მინდორს ნოემბრის დასაწყისში ან დეკემბრის ბოლოს დაუბრუნდება. 22 წლის შემტევმა ტრავმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში დონარუმასთან შეჯახებისას მიიღო, მცირე წვივის მოტეხილობა და რამდენიმე იოგის დაზიანება დაუდგინა.

„ბაიერნის’’ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლიმ განაცხადა: „როცა 100 კილოგრამს იწონი და მეტოქეს კოჭზე ახტები, ტრავმის რისკი ძალიან მაღალია. ვერავინ დამარწმუნებს, რომ დონარუმამ ასე განზრახ იმოქმედა, მაგრამ მან სიფრთხილე არ გამოიჩინა’’.

მუსიალა „ბაიერნის'' ლიდერი, შეუცვლელი ფიგურაა, ვენსან კომპანის გუნდს ნახევარი სეზონი ვერ დაეხმარება, თუმცა მუნდიალისთვის კარგად მოსამზადებლად რამდენიმე თვე ექნება. ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ მენტალური მდგრადობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რადგან ტრავმის გამეორების შიში დაგყვება.

აღნიშნული შეხვედრა პსჟ-მ „მერსედეს ბენცზე'' 2:0 მოიგო. ანგარიში 78-ე წუთზე დუემ გახსნა. 83-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან პაჩო გააძევა, მეორე დამატებულ წუთზე - ლუკას ერნანდესი. 9 ფეხბურთელით დარჩენილმა პარიზულმა გუნდმა მე-7 დამატებულ წუთზე შეაგდო, ჰაკიმის საგოლე პასით დემბელემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ნოიერმა რთული დარტყმა აუღო | 9-კაციანი პსჟ-ს გამარჯვება ბაიერნთან
კვარას ნოიერმა რთული დარტყმა აუღო | 9-კაციანი პსჟ-ს გამარჯვება ბაიერნთან