ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

სონენი: ისლამი დროს ჩამორჩა, ილიას საჩემპიონო ქამარი აქვს

UFC-ის ყოფილი მებრძოლი და ამჟამად MMA-ს ექსპერტი, ჩეილ სონენი ისლამ მახაჩევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ UFC-ს საუკეთესო მებრძოლების რეიტინგში მას ადგილი წაართვეს.

კერძოდ, Pound For Pound-ის რეტინგში დაღესტნელ მებრძოლს ილია თოფურიამ გაუსწრო.

„ვფიქრობ, ისლამი მართალი არ არის, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს მარკეტინგისთვის კეთდება. ეს მართლა ასე რომ იყოს, ისინი ტიტულს მახაჩევს დაუტოვებდნენ. ილიას საჩემპიონო ქამარი აქვს, რომლისთვისაც ბრძოლა შეიძლება, ისლამს კი არა. მეჩვენება, რომ ისლამი დროს ჩამორჩა, მაგრამ თუ ეს მას თოფურიასთან ბრძოლისთვის განაწყობს, მივესალმები“, - თქვა სონენმა თავის იუთუბ-არხზე.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ Pound for Pound რეიტინგის პირველი ადგილი ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტების შემდეგ დაისაკუთრა. „ელ მატადორმა“ მახაჩევის 602-დღიანი დომინაცია დაასრულა და დაღესტნელ მებრძოლს ლიდერობა ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სენდჰეგენს გამძლეობა არ ეყოფა“ - იანის პროგნოზი
„სენდჰეგენს გამძლეობა არ ეყოფა“ - იანის პროგნოზი