მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„სენდჰეგენს გამძლეობა არ ეყოფა“ - იანის პროგნოზი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პიოტრ იანმა განაცხადა, რომ საჩემპიონო ბრძოლაში არა კორი სენდჰეგენთან, არამედ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბს ისურვებდა.

„ჩემთვის გაცილებით უფრო სასიამოვნო იქნება, თუ მერაბი კორი სენდჰეგენს მოუგებს და შემდეგ ქამარზე მასთან ვიჩხუბებ. ვისურვებდი, რომ ბრძოლას სულ სხვა კონდიციებში შევხვდე და სულ სხვა დონის ჩხუბი ვაჩვენო“, - განაცხადა იანმა.

მან ასევე ისაუბრა კორისა და მერაბი ჩხუბზე და ფავორიტად „მანქანა“ დაასახელა:

„შეუძლია თუ არა კორის მერაბის დამარცხება? შანსები ყოველთვის ყველას აქვს, სენდჰეგენი უნივერსალური მებრძოლია, მაგრამ, ვფიქრობ, მას გამძლეობა არ ეყოფა“.

სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა ასევე ისაუბრა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის რემატჩზე.

„მოახდინა თუ არა ჩემზე შთაბეჭდილება დვალიშვილმა? არა, ეს ხომ მოსალოდნელი იყო. ვიცოდი, რომ ომალი ვერაფერს გახდებოდა. თუ „შუგა“ მეტოქეს პირველ რაუნდში არ ანოკაუტებს, შემდეგ მას პრობლემები ექმნება, რაც ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 4 ოქტომბერს, ლას ვეგასში, კორი სენდჰეგენთან ჩხუბში დაიცავს. ეს ორთაბრძოლა UFC 320-ის თანამთავარი მოვლენა იქნება, ღონისძიებას კი მაგომედ ანკალაევისა და ალექს პერეირას ჩხუბი დახურავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯონსთან ამიტომ არ ვმეგობრობდი“ - ხაბიბმა მიზეზი გაამხილა
„ჯონსთან ამიტომ არ ვმეგობრობდი“ - ხაბიბმა მიზეზი გაამხილა