„საერთოდ არ ვნერვიულობ“ - ჯონსი ქამრის შესაძლო ჩამორთმევაზე
ბოლო პერიოდში UFC-ის თითქმის ყველა წონით დივიზიონში მეტნაკლებად გაირკვა საჩემპიონო ჩხუბი როდის და რომელ მებრძოლებს შორის გაიმართება. თუმცა, ამ მხრივ მძიმე წონაში ჯერჯერობით ყველაფერი ისევ ბურუსით არის მოსული, რაშიც მთავარი დამნაშავე რაღა თქმა უნდა ჯონ ჯონსია. ის იმდენად აჭიანურებს ტომ ასპინალთან შეხვედრას, რომ გავრცელებული ინფორმაციით UFC-ის ხელმძღვანელები „ბოუნსისთვის“ საჩემპიონო ქამრის ჩამორთმევასაც გეგმავენ, რაზეც ლეგენდარულ სპორტსმენს ნული რეაქცია აღმოაჩნდა.
ჯონ ჯონსი
საჩემპიონო ტიტულს ჩამომართმევენ? როდესმე შემამჩნიეთ რომ ამაზე ოდნავ მაინც ვნერვიულობ? არასწორი ადამიანის მიმართ იჩენთ კრიტიკას. რას ნიშნავს ასპინალთან შეხვედრას თავს ვარიდებ? საკუთარი გეგმების შესახებ UFC-ის ხელმძღვანელები საქმის კურსში დიდი ხნის წინ ჩავაყენე და ალბათ, მათ თქვენთვის თავის დროზე ყველაფერი რომ მოეყოლათ, მსგავს გაუგებრობას ყველა თავიდან ავირიდებდით.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ჯონ ჯონსის ანგარიშზე 28 გამარჯვება და 1 მარცხია, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ჩაუთვალეს. 32 წლის ასპინალმა კი კარიერაში 15 ბრძოლა მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა.