„ხაბიბის მაგალითზე ვიზრდებოდი“ - ცარუკიანმა წარსული გაიხსენა
UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში ილია თოფურიას ბოლოდროინდელმა წარმატებებმა არმან ცარუკიანი შოკში რომ ჩააგდო, ამაზე მისი საქციელიც მეტყველებს. 28 წლის მებრძოლმა თუ რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ „ელ მატადორთან“ მისი დაპირისპირების შემთხვევაში, ამ ბრძოლაში იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში რამდენიმე წელი აქვს გატარებული, ძალიან ბევრი ქართველი მისი გულშემატკივარი იქნება, ამჯერად საკუთარ თავს რუსი უწოდა და ეს ორი მოცემულობა ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავია, რადგან ჩვენ ქვეყანაში ეროვნებით რუსს არც ერთ სპორტულ ასპარეზზე გულშემატკივარი არ ეყოლება.
არმან ცარუკიანი
ბავშვობაში ბევრი ფავორიტი მებრძოლი მყავდა - ვუყურებდი მათ ბრძოლებს, ვაანალიზებდი როგორ მოძრაობდნენ და როგორ იბრძოდნენ. თუმცა, თუ მკითხავთ, ვინ იყო ჩემთვის სამაგალითო, დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი. ის უდავოდ ძალიან ძლიერი გახლდათ, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის. ნურმაგომედოვის გულშემატკივრობა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როდესაც ქამარი მოგებული არ ჰქონდა, რადგან ტიტულის გარეშეც ყველაზე ძლიერი იყო.
ცნობისათვის, არმან ცარუკიანი წელიწადზე მეტია ოქტაგონზე არ გასულა - მან ბოლოს 2024 წლის აპრილში იბრძოლა და ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.