ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი, რენიე დე რიდერი
Aa
Aa

დე რიდერი: „ჩიმაევი დუ პლესიზე გაცილებით ადვილად გასაშიფრია“

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბის გამართვას და მის საბოლოო შედეგს ბევრი ელოდება. 16 აგვისტოს, დრიკუს დუ პლესიმ ტიტული ხამზატ ჩიმაევთან უნდა დაიცვას და რამდენად გამოუვა ამის გაკეთება, სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

სამხრეთ აფრიკელი და ჩეჩენი მებრძოლების დაპირისპირებაზე პროგნოზის გაკეთება ამავე დივიზიონის მეხუთე ნომერს რენიე დე რიდერს სთხოვეს, რომელმაც ამის გაკეთებისგან თავის შეკავება არჩია, თუმცა სამაგიეროდ ნიდერლანდელს ის არ დაუმალავს, რომელ მათგანთან უფრო გაუადვილდება დადებითი შედეგის მიღწევა.

რენიე დე რიდერი

ჩიმაევთან საბრძოლველად მომზადება გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე დუ პლესისთან. ამით იმის თქმა ნამდვილად არ მსურს, რომ ხამზატი იოლად დასამარცხებელი მეტოქეა. უბრალოდ, მას უფრო მეტად ტიპიური სტილი აქვს. შემიძლია მოვიწვიო რამდენიმე დაღესტნელი, ან ჩეჩენი მებრძოლი სპარინგ-პარტნიორებად, რომელთაც ჩიმაევისნაირი საჭიდაო უნარები გააჩნიათ და ამით პრობლემა ამოიწურება.

ჩიმაევის კრივი საკმაოდ სუფთაა და შეიძლება ისეთი სანახაობრივი არ არის, როგორც სხვების, მაგრამ არც ისეთი უჩვეულო და არაპროგნოზირებადია, როგორიც დუ პლესის. ნებისმიერ შემთხვევაში მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში მსურს როგორც დრიკუსს, ასევე ხამზატს შევხვდე.

ცნობისათვის, რეინე დე რიდერმა ბოლო ბრძოლა რამდენიმე დღის წინ ჩაატარა და აბუ-დაბიში რობერტ უიტეკერი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტომის მარცხი დივიზიონის პრესტიჟზე იმოქმედებს“ - ყოფილი მებრძოლი ასპინალი-განის ჩხუბზე
„ტომის მარცხი დივიზიონის პრესტიჟზე იმოქმედებს“ - ყოფილი მებრძოლი ასპინალი-განის ჩხუბზე