„ოლივეირა თოფურიასთვის იოლი მეტოქე იყო“ - დენ ჰუკერი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, დენ ჰუკერმა Sky Sport-თან ინტერვიუშ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბზე ისაუბრა.
რა თქვა ჰუკერმა:
„ოლივეირა თოფურიასთვის იოლი მეტოქე იყო. ჩარლზი ყოველთვის შეტევაში მიდის და თუ მეტოქე პარტერში გადაიყვანა, შემდეგ მისი შეჩერება რთულია. რა თქმა უნდა, თოფურიასნაირ მეტოქეს ის ვერ დაამარცხებდა. ამჯერად ილიასთვის წონის კლებაც მარტივი იყო - ის ძალიან სწორად ირჩევს მეტოქეებს და არც ისე ხშირად ჩხუბობს, რაც, რა თქმა უნდა, კარგია მისი ჯანმრთელობისთვის.
ახლა ილიას წარმოუდგენელი სერია აქვს. როგორ შეიძლება მისი შეჩერება? ვფიქრობ, ეს მხოლოდ დროს შეუძლია. იდეალური სერია მხოლოდ ხაბიბს ჰქონდა - მან შეძლო ამ სპორტიდან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წასვლა. ხაბიბმა იცოდა, რომ თუ კარიერას არ დაასრულებდა, ადრე თუ გვიან დამარცხდებოდა“.
ცნობისთვის, 35 წლის დენ ჰუკერი მსუბუქი წონის რეიტინგის მე-6 ნომერია. ბოლოს მან გასული წლის აგვისტოში მატეუშ გამროტი დაამარცხა.